პარლამენტის ბიურომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი დაარეგისტრირა

დღეს, 14 მარტს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კონსტიტუციური კანონის  პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის მიზანი “კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირებაა.”

ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”

“არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით, რაც ნათლად გამოხატავს ნორმის შინაარსს და მოხსნის ამ ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწიში,”- აღნიშნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს ხელს 80 დეპუტატი აწერს.

12212346_446920388847496_1174678559_n                       12443202_446920385514163_2006103258_n

საკონსტიტუციო ცვლილებეს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

   

მოვლენათა ქრონოლოგია