პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევის ანგარიში დღეს ფონდმა „ღია საზოგადოება –საქართველომ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ წარმოადგინეს.
არსებული კვლევა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ანგარიშში არის იმ პოლიტიკური პარტიების წლიური შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა, რომელთაც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მანდატები მოიპოვეს.
კვლევა 2007–2010 წლების შემდეგ მონაცემებს ეყრდნობა და აღწერს, თუ რა რაოდენობის თანხის მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების დროს და არჩევნების პერიოდში; რა წყაროებიდან ფინანსდებოდა პარტიები; როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები და რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა.
ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის დირექტორი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ანგარიშის შედეგებზე და ხელისუფლების წინადადებაზე პარტიებისთვის შემოწირულობათა გაორმაგების შესახებ:
Nina Khatiskaci partiebis dafinansebis kvlevis shedegebis shesaxeb by Nino Kakhishvili
Nina Khatiskaci partiebis shemotsirulobebis gaormagebasTan dakavshirebit by Nino Kakhishvili
ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
ქეთი ხუციშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელი რეკომენდაციების შესახებ:
Keti Khutsishvili rekomendaciebis shesaxeb by Nino Kakhishvili
