სტუდენტების პროტესტი თსუ-ში, პოლიცია და დაპირისპირება [ვიდეო]

დღეს, 10 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებმა აქცია გამართეს მოთხოვნით, რომ არ აერჩიათ უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილი. მათ სურდათ, რომ დასწრებოდნენ სენატის სხდომას, სადაც არჩევნები გაიმართებოდა, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ.