თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეს, 15:30-დან 17:30-მდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით.

მერიის ცნობით, საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *