«ქართული პარტიის» პრესამსახურის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის მიხედვით, დღეს ევროპიდან საქართველოში დაბრუნდებიან „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი.
პარტიის ცნობით, შვეიცარიაში მათ პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილთან და პარტიის ერთ-ერთ ლიდერ კოტე გოგელიასთან ერთად კონსულტაციები გამართეს და „ქართული პარტიის“ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ყრილობის ჩატარების შესახებ იმსჯელეს.
