საქართველოში გაეროს სამუშაო ჯგუფი ჩამოდის

თვითნებური დაკავების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, საქართველოში ჩამოდის გაეროს სამუშაო ჯგუფი სპეციალური მომხსენებლის,  ბ-ნ მალიკ სოუს ხელმძღვანელობით.

ვიზიტი ფარგლებში 14-25 ივნისს დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებების დამცველებთან და მთავრობასთან. ასევე, მათი მანდატიდან გამომდინარე, დაგეგმილია ვიზიტები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

დელეგაციის მოთხოვნის საფუძველზე, 16 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ეპატიჟება მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც 26 მაისის მოვლენების დროს  იყვნენ უშუალო მონაწილეები/თვითმხილველნი.