10-11 მარტს ნაძალადევის, ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს წყალი შეუწყდებათ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10 მარტის 00:30 საათიდან 11 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის, ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს. ქუჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომპანიის ინფორმაციით, სავალდებულო საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება ღრმაღელე-ვაზისუბნის 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება ისნის რაიონში, 900 მმ-იან და 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილებზე.