საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია შიო მუჯირი.

სინოდის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა:

ერთი ხმა გაუქმდა.

შიო მუჯირი 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე, დღეიდან კი თავად მიიღებს ტიტულს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

გაფართოებულ კრებას, სადაც ახალი პატრიარქი აირჩიეს 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. კენჭისყრაში მონაწილეობა სინოდის 39-მა წევრმა მიიღო.

შიო მუჯირი იქნება საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი.

ამავე თემაზე: