პოლიციის განყოფილება დატოვეს სამოქალაქო აქტივისტებმა, კოკო მიქაიამ და შაკო ბაღდოშვილმა.

ისინი 9 აპრილის დილას, რუსთაველზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკითხეს მოწმის სახით.

შაკო ბაღდოშვილი ინციდენტის შემდეგ მალევე დააკავეს, ხოლო მიქაია მოგვიანებით დაიბარეს გამოკითხვაზე.

თვითმხილველების ცნობით, 2 პირი რუსთაველის გამზირზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ბაღდოშვილს ცხვირიდან სისხლი მოსდის, თუმცა ბოლოს მაინც ის დააკავეს.

შაკო ბაღდოშვილის განცხადებით, პოლიციაში ჩაატარეს ამოცნობის პროცედურებიც.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს (126-ე მუხლი).