დღეს სემეკი საქართველოში ელექტროენერგიის ახალ ტარიფს დაადგენს. დღის წესრიგის თანახმად, შესაბამისი სხდომა 12 საათზე დაიწყება.
მოსალოდნელია, რომ დღეს ელექტროენერგია გაძვირდება. ამ მოლოდინს აჩენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მიერ მედიაცენტრ “მთავარში” გასული წლის ბოლოს, 17 დეკემბერს გაკეთებული ანონსი ტარიფის ზრდის შესახებ.
ნარმანიამ 2025 წლის დეკემბერში ეს გარემოება იმით ახსნა, რომ მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში ენერგო-პრო ჯორჯია 1,5 მლრდ ლარის ინვესტირებას აპირებს, ხოლო თელასი – 400 მილიონი ლარის. ენერგო-პრო რეგიონებზეა პასუხისმგებელი, ხოლო თელასი – თბილისზე. ნარმანიას თანახმად, ეს ფული დაიხარჯება გადამცემ ხაზებზე, ქვესადგურების, ტრანსფორმატორების მოდერნიზაციაზე და ა.შ.
მან იქვე დააანონსა ელექტროენერგიის გაძვირება.
“ეს საინვესტიციო აქტივობა, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას პოვებს სამომხმარებლო ტარიფზე”, – თქვა ნარმანიამ.
ნარმანიას ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებდნენ ტარიფების შენარჩუნებას.
კობახიძის განცხადების შემდეგ სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის დროებით, 3 თვით შენარჩუნების შესახებ და ამიტომ ელექტროენერგია არ გაძვირებულა. 3-თვიანი ვადა დღეს იწურება, ამიტომ სემეკმა დღეს უნდა გადაწყვიტოს, ან ტარიფს გააძვირებს, როგორც ამას ნარმანია აანონსებდა, ან იგივე რეჟიმს გააგრძელებს.
რა ტარიფი მოქმედებს დღეს?
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები განსხვავებული თბილისსა და რეგიონებში. ასევე ტარიფი იცვლება იმის მიხედვით, რამდენ კვტსთ-ს მოიხმარს თვეში მომხმარებელი. ასევე მოქმედებს „საფეხურებრივი“ სისტემა. მაგალითად, თუ თბილისში 150 კვტსთ-ს დაწვავთ, პირველ 101 კვტსთ-ზე გადაიხდით 15.041 თეთრს, ხოლო დარჩენილ 49 კვტსთ-ზე — მეორე საფეხურის ტარიფს ანუ 19.053 თეთრს.
ამ დროისთვის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები (დღგ-ის ჩათვლით) ასეთია:
