ორშაბათს, 16 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე, რომელსაც კაია კალასი უხელმძღვანელებს, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
საქართველოს საკითხი სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია. წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების სხდომაზე განხილვის ინიციატორები საფრანგეთი და გერმანია არიან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო (FAC) შედგება ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. საბჭოს უცვლელი თავმჯდომარეა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში — ამჟამად კაია კალასი (ესტონეთი).
ორშაბათის სხდომაზე მინისტრები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და ა.შ.
