გამოცემა Reuters, ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი – ირანის სულიერი, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი.
ხამენეის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. რამდენიმე საათის წინ, ისრაელმა დაადასტურა, რომ დაიბომბა ხამენეის რეზიდენცია. თუმცა, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
86 წლის ალი ხამენეი ირანს 1989 წლიდან მართავდა. ის იყო რიგით მეორე ლიდერი, რომელიც ქვეყანას ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩაუდგა სათავეში.
დღეს, 28 თებერვლის დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო “პრევენციული თავდასხმა” ირანზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია” დაიწყო.
მეტი დეტალი ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
