ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ადვოკატის ცნობით, მას ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი და გუშინ საღამოს დააკავეს.
როგორც ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა უთხრა “ნეტგაზეთს”, საქმეში დღეს ჩაერთო ადვოკატად, თუმცა ჯერჯერობით მისთვისაც უცნობია, რას ედავება ღუდუშაურს გამოძიება და ეს ბრალის წარდგენის შემდგომ გახდება ცნობილი.
ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2022 წლის 3 იანვრიდან იკავებდა.
