დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანების უმრავლესობა შობის დღესასწაულს ზეიმობს.
25 დეკემბერს შობას ის ეკლესიები აღნიშნავენ, რომლებიც გრიგორიანულ კალენდარს მისდევენ.
ქვეყნები, სადაც შობა 25 დეკემბერს აღინიშნება [ინფოგრაფიკა]
წუხელ საშობაო ლოცვები აღავლინეს საქართველოშიც იმ ეკლესიებმა, რომლებიც შობას დღეს აღნიშნავენ.
“საქართველოში არ გვესწავლება ღამის განსაცდელების ამბავი თუ წარსულიდან, თუ აწმყოდან. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ღამეები და ღამეებში დგომა, ღამის გაძლება და ჯიუტად შენარჩუნება მომავლის იმედისა. უკვე ასობით დღეა, რაც ჩვენი ღვიძლი შვილები ცარიელი ხელებით და სავსე გულებით დგანან ქუჩაში ღამით. ისინი ითხოვენ არა ძალაუფლებას, არამედ სამართლიანობას. ითხოვენ არა უღირსობას, არამედ თითოეული ადამიანის ღირსების დაცვას. ითხოვენ არა სიძულვილს, არამედ სიყვარულს”, – ასე მიმართა მორწმუნეებს საშობაო ქადაგებისას თბილელმა მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში.
25 დეკემბრის ღამეს საშობაო ღვთის მსახურება აღევლინა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში.
25 დეკემბერი საქართველოში უქმე დღე არ არის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
