ცესკოს განცხადებით, უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი.
წინასწარი მონაცემებით, თბილისში პროპორციული არჩევნების შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 70.052%
- ძლიერი საქართველო — ლელო — 9.938%
- გირჩი — 7.698%
- კონსერვატორები საქართველოსთვის — 4.308%
- გახარია საქართველოსთვის — 3.199%
სხვა პარტიებმა 2%-მდე ვერ დააგროვეს.
თბილისი მერის არჩევნებში 215083 ხმა (71.6%) მიიღო კახა კალაძემ. ამომრჩეველთა 12.2%-მა დაუჭირა მხარი ირაკლი კუპრაძეს, 7.6%-მა — იაგო ხვიჩიას, 4.1%-მა კი — ზურაბ მახარაძეს.
დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარი შედეგები ასე ნაწილდება:
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არჩევნებში ბოიკოტის გამო არ მონაწილეობდნენ. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე ნაკლები აქტივობით გამოირჩა საქართველოში ისტორიაში.
