ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქე დაასანქცირა. მათ შორის არიან “ქართული ოცნებისა” და მისგან ფორმალურად გამოყოფილი “ხალხის ძალის” დეპუტატები. ასევე, ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე მუშაობენ. დასანქცირებულთა შორისაა ახალდანიშნული გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე.

ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიას შეემატა:

  1. ნინო გალუსტაშვილი
  2. გიორგი გვარაკიძე
  3. ალუდა ღუდუშაური
  4. ილია ინჯია
  5. ირაკლი ქადაგიშვილი
  6. ანი ხუბეჯიშვილი
  7. მარიამ ლაშხი
  8. გურამ მაჭარაშვილი
  9. მარი მეშველიანი
  10. ვიქტორ მეტრეველი
  11. ჯვებე ნაჭყებია
  12. ნინო სახელაშვილი
  13. პაატა სალია
  14. თენგიზ შარმანაშვილი
  15. ირაკლი შვანგირაძე
  16. სოზარ სუბარი
  17. ალექსანდრე ტაბატაძე
  18. სულხან თამაზაშვილი
  19. ნათია თათიაშვილი

“ხელი მოვაწერე დირექტივას, რომლითაც ესტონეთის ეროვნული სანქციების სიას შეემატა 19 ქართველი ოფიციალური პირი. ძალადობის, პოლიტიზებული სასამართლოს და არაპროპორციული სასჯელის ადგილი დემოკრატიაში არ არის. ესტონეთი მომავალშიც იდგება ქართული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში ღირსების, უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.