დაბურულ მინებზე ჯარიმები ამოქმედდა

დღეიდან დაბურული მინების ავტომფლობელებს დააჯარიმებენ. 50- ლარიანი ჯარიმა დაეკისრება მას, ვისი ავტომობილის მინები არ დააკმაყოფილებს შსს–ს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

სტანდარტები კი ასეთია:

ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია

წინა გვერდითი მინების დაბურვა დასაშვებია 40%–ით

უკანა გვერდითი მინების დაბურვა დასაშვებია 75%–ით

უკანა საქარე მინის  დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის