დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა ახალი სანქციების ტალღა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დაქირავებული ჯგუფების წინააღმდეგ. სანქცირებული ინდივიდების რიცხვში შედის ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი.

ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბილოვი “დაკავშირებულია კერძო დაქირავებულ ჯგუფებთან, რომლებსაც კრემლთან აქვთ კავშირები.”

აღნიშნული სანქცია მოიცავს აქტივების გაყინვას და კრძალავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შესაძლებლობას.