ხანძრების შედეგად 430 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა

ხანძრების შედეგად, გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 430 ჰექტარამდე ტყის მასივი განადგურდა.

ბორჯომ-ბაკურიანში ხანძრების შედეგადად განადგურდა 20 ჰექტარი ტყის მასივი,ა წყურში -300, დაბა სურამში -10, რაჭაში -20, მცხეთაში-20, ყვარელში -50 ჰექტარი.

დღეს ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა ხაჩიძემ ისაუბრა. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მოქალაქის დაუდევრობის შემთხვევაში, რაც ტყის მასივში ხანძრის გაჩენას გამოიწვევს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.