ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის და თავდადებული მამაცობისათვის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის უფროსი ნოდარ კაკაბაძე, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტყის მცველი გიორგი გოგალაძე და სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსი ალექსანდრე თუმასიანი ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ.

სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა ღირსების მედლები ბორჯომის მკვიდრებს, მოხალისეებს – დიმიტრი ხაჩიძეს, მიხეილ გოგალაძესა და გოჩა სტეფნაძეს გადასცა.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *