შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
დღეს, 5 აგვისტოს, დილიდან სამძებრო სამუშაობისას 4 ადამინის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის შოვში სტიქიისას დაღუპულთა რაოდენობა 15-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში 20 ადამიანის ძებნა გრძელდება.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.
