უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ გვიან ღამით ფეისბუკზე ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.

ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან იყო და ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა. ის ბახმუტთან ბრძოლისას გუშინ, 31 მარტს დაიღუპა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-მდე ქართველია დაღუპული.