ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და სთხოვენ, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას.
მიმართვას ნიკოლოზ სამხარაძის 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს. უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც „ნეტგაზეთს“ თავად ხელმომწერებმა მიაწოდეს:
„გწერთ თქვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდით საგნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, კონფლიქტები და ა.შ. გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი გულწრფელი წუხილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს. ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს — სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში. ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით“.
წერილს ხელს აწერენ სტუდენტები:
აბრამაშვილი ვანო — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2016-2018
გაბიძაშვილი ირაკლი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015-2019
გათენაშვილი გიორგი —თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2017
გიგიტაშვილი გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
გოგუაძე გიორგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2015-2017
გურგენაშვილი ირინა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
დანელია ეკატერინე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010;2010-2012
ენდელაძე დიანა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
ზოიძე გოგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
ზურაბაშვილი თორნიკე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2019-2023
თომაშვილი თეონა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
იმერლიშვილი მარიამ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020
კაკაბაძე შოთა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
კალანდაძე გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2019
კურდღელაშვილი ანი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
ლეჟავა ლილი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
ლომთაძე გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
ლომთაძე თამთა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2012;2013-2015
მელაშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017-2019 (MA)
პაპოშვილი მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
რევიშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
სირბილაძე ირაკლი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
სირბილაძე ჟანა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
ქეთი ცანკაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2011-2013
დავით სიჭინავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2004-2008; 2008-2010; 2010-2015
მარიამ ჩიხლაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
გიორგი ბობღიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
ასმათ ნასყიდაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
ტურაშვილი თეონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010
ტყეშელაშვილი მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2018
ჭანკვეტაძე ნათია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
ჯაფარიძე მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
ჯიქია გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013;2013-2015
გაბრიჭიძე ნინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
კალაძე ნინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020; 2021-2023
უგლავა თამთა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
ნაროუშვილი დავითი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
ნიკურაძე გვანცა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
ქურიძე ჯაბა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014-2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ „პრინციპის დონეზე გამჭვირვალობას“ მხარს უჭერს. თუმცა კითხვაზე, დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს, როგორც ამას მისი პარტია აპირებს, სამხარაძე ცალსახად არ პასუხობს. მისი თქმით, თუ რაიმე წინააღმდეგობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, ამას ვენეციის კომისია იტყვის.