ცნობილია, რა იქნება წამლების ფასების ზედა ზღვარი – სია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელთა გაყიდვა აფთიაქებს 15 თებერვლიდან განსაზღვრულ ფასზე ძვირად აღარ შეეძლებათ.

უწყების განცხადებით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს და თუკი  რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენენ, სამინისტროში შექმნილი საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე ფასი შეიძლება დაკორექტირდეს.

უწყების განცხადებით, წამლებზე ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. სამინისტროს განცხადებით, საცალო ქსელში მედიკამენტების ზღვრული მაქსიმალური ფასი შემდეგი წესით დაანგარიშდა:

სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ამასთან, უწყების განცხადებით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე დაწესდა 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩამონათვალს გაეცანით ამ ბმულზე.