საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე ბოლოს განახლებული ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 50 კმ-ში იყო.