ღრმად შეშფოთებული ვარ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით — სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას Twitter-ზე ეხმაურება.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, — წერს სანდუ.

Deeply concerned by the rapidly deteriorating state of health of #Georgia’s former President Mikheil @SaakashviliM. Every human life is priceless and the gravity of the situation requires immediate transfer of Saakashvili to an appropriate hospital to save his life.

— Maia Sandu (@sandumaiamd) December 4, 2022

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg).