რისთვის მიავლინა რუსეთმა BTR და სამხედროები ლარსთან

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოსაა გადაღებული და მასზე რუსული ჯავშანტრანსპორტი ჩანს.

რუსეთი უარყოფს, რომ აქ ბლოკპოსტის მოწყობას გეგმავს, თუმცა RBK-სთან კომენტარში „ეფ-ეს-ბე“ [რუსეთის უსაფრთხოების სამსახური] ადასტურებს, რომ სამხედროები რუსეთის მოქალქეების შესაკავებლად მიავლინეს საზღვართან.

„ფეიკია ინფორმაცია ბლოკპოსტის მოწყობის შესახებ. BTR იქ ნამდვილად მოძრაობს, თუმცა მოძრაობს არა ბლოკპოსტის მოსაწყობად, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, ესაა რეზერვი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის – თუ რეზერვისტებს მოუნდებათ გამშვები პუნქტის გადალახვა და სასაზღვრო ფორმალობებისთვის გვერდის ავლით ქვეყნის დატოვება“, – აცხადებენ უწყებაში.

Another visual confirmation of Russian troops arriving at Upper Lars checkpoint with BTR.

According to reports, they are erecting a roadblock to prevent men between the ages of 18 and 55 from crossing the border. pic.twitter.com/h9i9q5Eqoq

— Visioner (@visionergeo) September 26, 2022

მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მონაცემებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261-მა ათასმა კაცმა დატოვა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

რას ჰყვებიან რუსეთიდან გამოქცეული კაცები — რეპორტაჟი საზღვრიდან