CRRC-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა დაახლოებით 30% ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რატომ ვერ მიიღო ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
კვლევის ფარგლებში 1244 რესპონდენტი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუების სახით 20-დან 30 ივლისის პერიოდში. ცდომილება 2.8-დან 4.7%-მდეა.
გამოკითხვის თანახმად, 24%-მა არ იცის, რომ საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
მათმა 30%-მა, ვინც იცის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, თქვა, რომ არ იცის, რის გამო არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. დანარჩენი პასუხები ასე გადანაწილდა:
ამასთან, გამოკითხის თანახმად, მოსახლეობის 17%-ს სჯერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა, „მეორე ფრონტი რომ გაეხსნა“ რუსეთის ფედერაციასთან. ეს სიცრუედ მიაჩნია 59%-ს, 24% კი ამბობს, რომ არ იცის ამ საკითხზე პასუხი, ან არ პასუხობს კითხვას.
[ნახეთ ვრცლად: “ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“]
კითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა განახორციელებს კანდიდატობისთვის საჭირო რეფორმებს, პასუხები ასე გადანწილდა: 16%-ს საერთოდ არ სჯერა, 29% უფრო მეტად არ ელის, ვიდრე ელის, 25% უფრო მოელის ამ რეფორმებს, ვიდრე არა, ხოლო სრულიად დარწმუბული „ოცნებისეულ“ რეფორმებში 4%-ია. 25%-ი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს „დეოლიგარქიზაციაში“, 35% ასახელებს ბიძინა ივანიშვილი, 3-3 პროცენტი ასახელებს მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს, 2-2% ასახელებს ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს, 52% კი ამბობს, რომ არ იცის.
[შენიშვნა: რიცხვების ჯამი ზოგ შემთხვევაში ზუსტად არ არის 100%, რაც მკვლევრების მიერ მონაცემების დამგვალებითაა გამოწვეული].