ახალი აფეთქებები ყირიმში – მოსკოვი იარაღის საწყობის განადგურების “მიზეზს არკვევს”

საკის აეროდრომზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, დღეს დილას, ისევ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერაა ანექსირებული, ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს აფეთქებები მოხდა.

Crimea, Dzhankoy

Explosions at the ammunition depot – media in the occupied Crimea pic.twitter.com/6zowH6H6Nw

— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) August 16, 2022

რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს მაისკოეს სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელის, ნიკოლაი კარლეცის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ დილის 6 საათისთვის „საწყობში ამუნიცია აფეთქდა“, ცალკეული აფეთქებები კი ახლაც მიმდინარეობს.

„რია“ იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც იმავეს ამბობენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აფეთქებების შედეგად „სერიოზული დაზიანები არავის მიუღია“, ხანძრის მიზეზს კი სწავლობენ. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ღია წყაროებზე მომუშავე ანალიტიკური პლატფორმა OsintTechnical-ის ცნობით, ჯანკოის სიახლოვეს, ელექტროქვესადგურზეც იყო აფეთქება.

#Dzhankoi in occupied #Crimea. pic.twitter.com/YZp1vk1Blj

— NEXTA (@nexta_tv) August 16, 2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ „ჯანკოიში დილა აფეთქებებით დაიწყო“ და „მიმდინარეობს დემილიტარიზაცია“:

„გვახსოვდეს: ყირიმზე, როგორც ნორმალური ქვეყნის ნაწილზე, საუბრისას, გვახსენდება შავი ზღვა, მთები, დასვენება და ტურიზმი, მაგრამ ყირიმზე, როგორც რუსების მიერ ოკუპირებულზე, გვახსენდება საწყობების აფეთქებები და ოკუპანტებისა და მძარცველებისთვის – სიკვდილის მაღალი რისკი“, – წერს პოდოლიაკი.

Morning near Dzhankoi began with explosions. A reminder: Crimea of normal country is about the Black Sea, mountains, recreation and tourism, but Crimea occupied by Russians is about warehouses explosions and high risk of death for invaders and thieves. Demilitarization in action.

— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 16, 2022

გირჩევთ ასევე: