გუდაურში პარაპლანისტების გადასარჩენად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა

გუდაურში პარაპლანისტების გადასარჩენად მისული ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა.

შსს-ს თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

ვერტმფრენი ადგილზე მივიდა პარაპლანისტების გადასარჩენად, რომლებიც ცოტა ხნით ადრე კლდეს შეეჯახნენ.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს აზუსტებს.