გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოს შემთხვევაში კი მოხდება ევროპული პერსპექტივის აღიარება:

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ ,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ვულოცავ ქართველ ხალხს.

ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. pic.twitter.com/MOEU6MyJmN

— Charles Michel (@CharlesMichel) June 23, 2022

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, მიშელის თქმით, ორივე ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. გადაწყვეტილება ოფიციალურად ხვალ, 24 ივნისს დამტკიცდება.