საზოგადოება

ზელენსკის თქმით, დაღუპულია 2 500-დან 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო

16 აპრილი, 2022 • 1608
ზელენსკის თქმით, დაღუპულია 2 500-დან 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ 2 500-დან 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მონაცემი ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს წარმოადგინა.

მისივე ცნობით, დაშავებულiა 10 000-მდე სამხედრო და “რთულია თქმა, რამდენი გადარჩება”. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგებზე, რომლებიც, უკრაინის თანახმად, 19 000-დან 20 000-მდე სამხედროს შეადგენს.

თავად მოსკოვს 1 351 სამხედროს დაკარგვა აქვს დადასტურებული.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მეტად რთულია მსხვერპლის დათვლა სამოქალაქო პირებს შორის, ვინაიდან არ იციან, რამდენი ადამიანია დაღუპული რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი