სამოქალაქო პირების ცხედრები ბუჩაში, ქალაქიდან რუსეთის გასვლის შემდეგ

კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამინის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყებ BBC.

AFP-ს რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს, ხელები ჰქონდა შეკრული.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო.

ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვიან უკნიდან აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 280 ადამიანია მკვდარი.

More and more bodies of civilians murdered by the occupiers are found in the liberated suburbs of #Kyiv.

The whole world must see the atrocities of the invaders. pic.twitter.com/cIzpTKbm5R

— NEXTA (@nexta_tv) April 2, 2022