დასავლეთ საქართველოში უამინდობას მსხვერპლი მოყვა

გარემოს დაცვის და ბუნებრივი  რესურსების სამინისტროს ცნობით , სოფელ ღვირიშიში, ცაგერის რაიონში, მეწყერის შედეგად გიორგი ტყაბლაძე გარდაიცვალა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ფეხით მიდიოდა გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა.

როგორც სამინისტროდან ნეტგაზეთს აცნობეს, გარემოს დაცვის მინსიტრი და გეოლოგების ჯგუფი, ადგილზე იმყოფებიან. სამინსიტრო კი საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული.

მეწყერია ჩამოწოლილი  ონი-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, რის გამოც ყველანაირი სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. ზარალის დამთვლელი კომისია შედეგებს გზების გაწმენდისთანავე გამოქვეყნებს.

მეტეოროლოგების ცნობით უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, 19 მარტიდან კი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.