ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციების მორიგი ტალღის დაწესების შესახებ განაცხადა.

„პუტინი აგრესორია. პუტინმა აირჩია ომის გზა. ახლა მას და მის ქვეყანას მოუწევს, შედეგები იწვნიოს“, – დასძინა ბაიდენმა.

მან შემდეგი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა:

ბაიდენმა აღნიშნა, რომ „არავინ ელოდა, სანქციები რამის პრევენციას მოახდენენ“. მისი თქმით, „[სანქციების მიერ ზიანის მიყენებას] დრო დასჭირდება“.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ამ ეტაპზე არ ემხრობიან ევროპული სახელმწიფოები.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ნახსენები ეს ზომა დამატებით სანქციებს შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ჩვენ მიერ შეთავაზებულმა სანქციებმა მათ ბანკებზე შეიძლება, SWIFT-დან გამორთვაზე უფრო სერიოზული ეფექტიც კი იქონიოს. ეს ვარიანტი [SWIFT-დან გათიშვა] ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპას არ სურს ამ პოზიციის დაკავება“.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტო ნაბიჯად ფასდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.

ამ თემაზე გირჩევთ:

ასევე, ბაიდენის თქმით, ხვალ შედგება ნატოს სამიტი, რომლის ფარგლებშიც გადაიდგმება ნაბიჯები ალიანსის გაძლიერებისთვის.


24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.