თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით გარდაიცვალა.

მეჭიაურის გრდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა გაავრცელა. მეჭიაური კორონავირუსისგან გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძოდა.

მეჭიაური 3 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მან დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში 2017 წელს თიანეთის მერის არჩევნებში გაიმარჯვა.