“საბაგარო” – ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა ბარათზე შეცდომის გამო შეჩერდა 

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა დღეს შეჩერდა და მოქალაქეები შეძენას სავარაუდოდ, ხვალიდან, 10 იანვრიდან შეძლებენ.

აბონემენტების გაყიდვა 5 იანვარს დაიწყო, დღეს კი მოქალაქეები ვერ ყიდულობდნენ ბარათებს, რისი მიზეზიც თავდაპირველად უცნობი იყო, თუმცა ამავე დროს გავრცელდა ბარათის ამსახველი ფოტოსურათი, რომელზეც “საბაგიროს” ნაცვლად “საბაგაროა” დატანილი. 

საქართეველოს ბანკი აცხადებს, რომ აბონემენტების გაყიდვები  სწორედ ამ შეცდომის გამო შეჩერდა. 

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია საქართველოს ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს ბანკში განუმარტეს, ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს აბონემენტები, რომელზეც შეცდომითაა საბაგიროს დასახელება, ბარათების გამოცვლას უფასოდ შეძლებენ.


თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობა ძვირდება, პარალელურად, მერია დანერგავს სააბონენტო სისტემას. ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა: