მთავრობამ ღამის კლუბებს 7-9 იანვარს მუშაობის უფლება მისცა

2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მიეცათ.

მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე არ იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

ახალი დადგენილებით:

„დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით.“.

აქამდე, ღამის კლუბების მუშაობა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე იყო დაშვებული.