სოცდაუცველები და საჯარო მოხელეები ონლაინ კაზინოებში ვეღარ ითამაშებენ – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშივლის განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა მოამზადა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, იზღუდება სათამაშო ბიზნესის რეკლამა და იზრდება დაბეგვრის განაკვეთი.

„ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70 პროცენტით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში ჩართვა. ასევე განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის არიან:

ღარიბაშვილის თანახმად, ჯამში, ერთ მილიონ მოქალაქეეს შეეზღუდება ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართვა.

ასევე იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა ძალაში რჩება სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

„აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე, ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაუქმება, ძირითადად შეიძება მხოლოდ სპორტს შეეეხოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ აზარტული თამაშების გადასახადის გაზრდის შესახებ პირველად 22 ნოემბერს განაცხადა.