78 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ით, დაფიქსირდა კოვიდის 5751 ახალი შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 57 046 ტესტი და დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.08%-ია.
ტესტებიდან 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964- PCR ტესტით ჩატარდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე:
9 ნოემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევის გეოგრაფია:
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562-ია. 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 596, იმერეთში – 1 440.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში – 669, აჭარაში – 124, იმერეთში – 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 205, აჭარაში – 38, იმერეთში – 29.
1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 818 – თბილისში, 275 – აჭარაში.