„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს.

„ვტოვებ პარლამენტს იმიტომ, რომ ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვერ ხედავს აზრს იმუშაოს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ხმებს იპარავენ.

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აღიარებს.