საზოგადოება

ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილას ნეპტუნის ქანდაკება დადგეს

28 იანვარი, 2010 • 6193
ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილას ნეპტუნის ქანდაკება დადგეს

ქანდაკება რამდენიმე ფრაგმენტისაგან შედგება. პიედესტალზე, ცენტრში, დგას ნეპტუნის ქანდაკება, ნეპტუნის ქვემოთ კი ოთხი ქალთევზა, რომელთა მკერდიდანაც წყალი გადმოდის.  ქანდაკება თავის მხრივ შადრევანში იქნება განთავსებული. 

ქანდაკების ორიგინალი იტალიაში, ქალაქ ბოლონიის ცენტრში, პიაცა სინიორიას მოედანზე დგას.

როგორც “ნეტგაზეთს” ადგილზე უთხრეს, ნეპტუნის ქანდაკების მონტაჟი 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომელიც ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის  წინ იდგა, უკანა მხარეს გადაიტანეს. ამ ფაქტს გასული წლის დეკემბერში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი