კომპიუტერისა და ინგლისურის კურსები ახლა უკვე დევნილებისთვის

დაეხმარება თუ არა თბილისის მოსახლეობას მერიის ახალი ინიციატივა უფასო ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსების სახით, ჯერ უცნობია, რადგან პროგრამა ახლა დაიწყო და თუ რა შედეგებს მოუტანს ის თბილისის მაცხოვრებლებს, უცნობია.

თუმცა თავად იდეა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ქალაქის მერიას მოსწონს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ახალი პროექტი გააცნო დევნილებს, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტისთვის 1 მილიონი ევროა გამოყოფილი .

კოდაში, რუსთავსა და შაუმიაში მცხოვრებ დევნილებს პროექტის ფარგლებში ინგლისურს და კომპიუტერს უფასოდ ისწავლიან. ეს ე.წ. სათემო კურსებია, სადაც გარდა ინგლისურის და კომპიუტერის, ისწავლება ხელსაქმე, ასევე მოხდება დევნილების პროფესიული გადამზადება, იქნება იურიდიული დახმარება და იურიდიული კურსები, ასევე ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, პერ ეკლუნდი და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა სათემო კურსების გახსას, სადაც მოსახლეობას პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.