“თავშესაფრიდან გასული ლეკვები უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, მათ ჩატარებული აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია, არიან სრულიად ჯანმრთელი და იდენტიფიცირებული საჭდის სახით. ლეკვის ჩუქების შემთხვევაში პატრონს ადგილზე გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ზრუნავს მსგავსი მიზნით მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველი, მოხვდნენ გარემოში, სადაც მათზე იზრუნებენ და არ აღმოჩნდებიან ისევ ქუჩაში. სააგენტოს მიზანია ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. აქციის მიზანს კი წარმოადგენს უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება”, – ნათქვამია განცხადებაში.



ლეკვების გაჩუქება გაიმართება ყოველ კვირას მთაწმინდის პარკში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩაერთონ ცხოველებზე ზრუნვაში.