მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელების მხარდაჭერა გურამ კაშიას – გამოხმაურებები ინტერნეტში
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს. შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა.
ნეტგაზეთი გთავაზობთ ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელების მხარდამჭერ გამოხმაურებებს, რომელსაც ისინი ინსტაგრამში გურამ კაშიაზე წერენ:
ლევან კობიაშვილი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი