აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად აკადემია ტესტირებისას სერიოზული დარღვევების აღმოჩენას ასახელებს.
“სამწუხაროდ, გარეშე პირების ჩარევით აკადემიაში ჩაბარების მსურველი მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა რეალური საგამოცდო მასალა, რაც ყოვლად დაუშვებელია! ამერიკული აკადემია საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, აღშფოთებულია, და გეგმავს შესაბამის რეაგირებას მომხდარზე. პარალელურად, ამერიკული აკადემიის ინგლისურის მასწავლებელთა ჯგუფი მუშაობს PreTOEFL-ის მსგავსი ფორმატის მქონე ტესტის შექმნაზე, რომლის ადმინისტრირებასა და შეფასებას ამერიკული აკადემია თავად მოახდენს ყოველგვარი საფასურის გარეშე. კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ შექმნილი უხერხული მდგომარეობისათვის, რომელშიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოვჩნდით! გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მასწავლებლების მიერ შედგენილი ტესტების შედეგები სრულად ასახავენ აკადემიაში ჩაბარების მსურველთა შესაძლებლობებს და ამერიკული აკადემია მაქსიმალურად უზრუნველყოფს მისაღები გამოცდების სამართლიანობას!”- ნათქვამია ამერიკული აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
