ბარნოვის თქმით, მისი ამ პოსტზე დანიშვნა გუშინ, 17 აგვისტოს მიღებული ბრძანების შედეგად მოხდა.

“ამჟამად არც ერთ სხვა სამსახურში არ ვმუშაობ, არც რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში. მივიღე შემოთავაზება სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და დავთანხმდი” – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.


მისი თქმით, თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი სამუშაო მიმართულებები იგივე დარჩება და ფაკულტეტი პროფილს არ შეიცვლის.


ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან 4 ივლისს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, ავტომატურად გათავისუფლდა.


თავდაცვის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა თავის მოადგილეებად დათო ახალაია, კოკა სეფერთელაძე, მაია სიფრაშვილი და დავით ნარდაია დანიშნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *