“განათლების სფეროს ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მუშაობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ამ დღეებში ვაფუძნებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი მიზნები და იდეები იმ საერთაშორისო დონორო ორგანიზაციებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება, რომლებიც კარგა ხანია საქართელოში მსგავსი პროექტების მხარაჭერას ახორციელებენ,”- წერს მიმინოშვილი.
შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან მიმიდინარე წლის 28 მაისს გათავისუფლდა.
მიმინოშვილის დათხოვნის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის 60 -ზე მეტმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.
