შაშკინი საერთაშორისო კვლევებზე უარს ამბობს

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” შედეგების თანახმად, კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში 15 წლის მოსწავლეების შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე დაბალი შედეგების მქონეთა შორისაა. საერთაშორისო კვლევის შედეგების შესახებ კითხვას ნეტგაზეთს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა უპასუხა.

კვლევა, რომელიც მსოფლიოს განვითარებული (მაგ, აშშ., დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იაპონია) და განვითარებადი ეკონომიკის (აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კატარი) მქონე 75 ქვეყანაში ჩატარდა, 2000 წლიდან მოყოლებული 3 წლის ინტერვალით ტარდება და მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და მეცნიერებებში უნარებს აფასებს. თავად კვლევის კოორდინატორი ორგანიზაციაც და კვლევაც მნიშვნელოვანი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოში. ბოლო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 1 377 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველომ ამ კვლევაში პირველად 2010 წელს მიიღო მონაწილეობა და შედეგები 16 დეკემბერს კოორდინატორი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  საქართველოში კვლევას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორცილებს.

ამ კვლევაში საქართველოს შედეგების შესახებ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების მოკლე ანოტაციიდან:

 

 

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” შედეგების თანახმად, საქართველო, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა. საერთაშორისო კვლევის შედეგების შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინმა უპასუხა.