მარჯანიშვილის მეტროს წინ აგებული თაღების სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის

მეტრო მარჯანიშვილის წინ ახლადაგებული თაღების სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის.

განახლებული აღმაშენებლის გამზირი “ვარდების რევოლუციის” მე–8 წლისთავზე, 23 ნოემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. გამზირზე რამდენიმე შენობის რეკონსტრუქცია კვლავ დასასრულებელია.